вторник, 29 июля 2014 г.

„ღვთაებები“ და „დემონები“

ჩემი სული ახალ და ახალ არსებებს ანათებს, უფრო და უფრო შორს თავისი წყაროსგან - სურიასგან. როცა ინთება მორიგი არსება, იგი ანათებს თავის სამყაროს მით უფრო მეტად, რაც უფრო მეტია ამ არსების ძალა. 

ყურადღების საკუთარი „მე“-სგან, საკუთარი წყაროსგან დაშორების შესაბამისად, იგი სუსტდება. მისი სინათლე მკრთალი ხდება და სურიას წარმომადგენელი არსებები უფრო და უფრო ნაკლებად გაცნობიერებულნი, ნაკლებად ნათელნი და მეტად უხეშნი ხდებიან. ასე ვრცელდება სინათლე. სულისგან ყველაზე დიდ პერიფერიაზე არსებებს ძალიან მცირე სინათლე გააჩნიათ და გამოიყურებიან როგორც ძალიან ინერტული, უძრავი, მკვრივი და მკრთალი სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან მკვრივ ფორმებსა და მოხაზულობებს - მატერიას. თავანთი თვისებებით ისინი სრულიად საპირისპირონი არიან სურიასთან მიმართებაში. მათ აქვთ ურიცხვი სიმრავლე. ისინი წარმოადგენენ სიბნელეს...

ცნობიერება ყურადღებით გამოარჩევს გარემოცვიდან მანათობელ ელემენტებს (არსებებს), რომლებიც ჩემს სამყაროს ქმნიან. ის არსებები, რომლებიც უფრო ახლოს არიან ჩემთან სულითაც (по духу) და მანძილითაც, ჩემი ყურადღებით უფრო ძლიერად შეიცნობიან, ნათდებიან. ხოლო ისინი, რომლებიც მოშორებით არიან როგორც მანძილით, ასევე სულით, აღიქმებიან როგორც რაღაც ამოუცნობი, ამიტომ საშიში. იქ, ჩემი ყურადღების პერიფერიაზე ნაკლებადაა ჩემი ყურადღების შუქი. ამოუცნობი გვაშინებს. ის, რასაც საკმარისი სინათლე არ გააჩნია, წარმოადგენს სიბნელეს. ბავშვები ძალიან უშუალონი არიან. ისინი არ განიხილავენ სიბნელეს, იგი უბრალოდ აშინებს მათ. ზრდასრულები იგივე ბავშვები არიან, თუ მათი გაცნობიერებულობა შეზღუდულია, ანუ მოიცავს იმას, რასაც ვერ აცნობიერებს - სიბნელეს. ბნელი - ესაა ის, სადაც მცირეა სინათლე, მცირეა გაცნობიერებულობა. 

მე, უკვე ზრდასრულ ადამიანს, მაშინებდნენ რაღაც მიზნები ცხოვრებაში, რომლებიც გამოცდილი არ მქონდა. არ ვიცნობდი ამ მოვლენებს. იმის გაფიქრებისაც კი მეშინოდა, რომ პასუხისმგებლობას ავიღებდი რაიმე საქმეზე ან სხვა ადამიანებზე, რომ შემეძლო მრავალი ადამიანის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ან რომ შემეძლო... ბევრი რამ ახლაც არ შემიძლია. ყველაფერი, რაც არ გამაჩნია ცხოვრებაში - ეს მხოლოდ შიშს შედეგია. შიშ - სიბნელის წარმომადგენელია. ამ წარმომადგენელს მე თავად აღვნიშნავ ჩემი ყურადღებით ცნობიერების ველში. არ შემეძლო იქ შეღწევა, სადაც სიბნელე სუფევდა. იგი მაშინებდა და მაფერხებდა ცხოვრებისეული მიზნების განხორციელების გზაზე. 

სურიას გამოცდილება საშალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ მის გარდა, სინათლის გარდა, მეტი არაფერი არაა. სიბნელე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მეტი ან ნაკლები სინათლე. სინათლე კი ესაა - „მე ვარ“. ყველაფერი „მე“ ვარ. ეს გამოცდილება იძლევა განთავისუფლებას შიშის შემბოჭველი ზეგავლენისგან, აძლიერებს შინაგან სინათლეს და ხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს ნებისმიერი შესაძლობლობის განხორციელებისთვის.
თანამედროვე რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ უხეში ბუნების არსებებმა - მატერიალურმა გრაჰებმა (ძალებმა) - შეიპყრეს იმ ადამიანების ყურადღება, ვისი სულის ძალაც სუსტია, და შესაბამისად გახსნილია უფრო უხეში „დემონური“ ძალებისადმი. ნატიფი „ღვთაებრივი“ ძალები ნაკლებად მოთხოვნადი გახდნენ, ამიტომ ნაკლებად ვლინდებიან ადამიანთა სამყაროში. ადამიანები უფრო და უფრო მეტ პატივს სცემენ „დემონურ“ ძალებს.

„ღვთაებრივი“ ან „დემონური“ - ეს მხოლოდ სახელწოდებებია. თავისი არსით კი - „ღვთაებრივი“ გრაჰები - ესაა ძალები, რომლებიც იერარქიულად უფრო ახლოს არიან სიცოცხლის წყაროსთან - სურიასთან. შესაბამისად „დემონური“ გრაჰები - არიან ძალები, რომლებიც ქმნიან მატერიალურ სამყაროს. ისინი არ არიან ნათელნი, რადგანაც არ ასხივებენ სინათლეს, არამედ შთანთქავენ მას. მათი შინაგანი სინათლე იმდენად მკრთალია, რომ მხოლოდ პირადი არსებობის შენარჩუნება შეუძლიათ. ეს გრაჰები ძალიან ეგოისტურნი არიან და შესაბამისად ქმნიან ეგოისტურ სამყაროს, მიმართულს მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ, სხვა არსებების ხარჯზე. ისინი მხოლოდ სხვებისგან და ერთმანეთისგან წართმეული ენერგიით არსებობენ. სასიცოცხლო ენერგიას იმით იღებენ, რომ აშინებენ სხვა არსებებს, რომლებიც შიშის ზემოქმედების შედეგად იკუმშებიან თავიანთი ცენტრისკენ და ანთავისუფლებენ სასიცოცხლო სივრცესა და ენერგიას. 

უხეში არსებები სიცოცხლის სხეულის პარაზიტები არიან. „დემონური“ სამყარო მიმართულია ომისკენ და თვითგანადგურებისკენ. ამ სამყაროს მსახურები შეგვიძლია იმით ამოვიცნოთ, რომ ისინი გვაშინებენ - გვაშინებენ თავიანთი ქცევით ან გარეგნული სახით. ასეთი არსება შესაძლოა ადამიანს ჰგავდეს, მას შეუძლია იფიქროს კიდეც, რომ იგი ადამიანია, და შესაძლოა არც მოკლას ვინმე. ის უბრალოდ ამბობს, რომ თუ არ გააკეთებ იმას, რაც მას უნდა, დიდი უსიამოვნებები გელის, რომელსაც თვითონ მოგიწყობს. მახსენდება ჩემი თავი წარსულში. ხანდახან შემეძლო მსგავსი რამ მეც მეთქვა სხვისთვის. შეპყრობილი ვიყავი რაღაც ბნელი და „დემონური“ ძალით და ვერ ვაცნობიერებდი ამას. ნაწილობრივ მეც გახლდით სიბნელის მსახური. მაქვს ეს გამოცდილება. იგი შემბოჭველი და შიშით სავსეა. რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო ასეთ შებოჭილ მდგომარეობაში? 

შიში მართავს ადამიანებს. შიში მართავს თანამედროვე სამყაროს. თავად რელიგიური ორგანიზაციებიც კი, რომლებიც მოწოდებულნი არიან სინათლის გავრცელებისკენ, შიშს ავრცელებენ. მათ შეუძიან ილაპარაკონ „ღმერთის შიშზე“ ან იმაზე, რომ „ჯოჯოხეთში დაიწვები, თუ მცნებებს არ დაიცავ“. რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთზე ლაპარაკობენ თუ სხვა რამეზე? მნიშვნელოვანია ის თვისება, რასაც ამ დროს ასხივებენ. თუ მათი სიტყვების გამო ადამიანებს ეშინიათ, მაშინ ეს არ მოდის სინათლისგან. სურიას ძალა ისეთია, რომ იგი ყველაფერს სინათლით აღავსებს და სიკეთე მოაქვს „დემონური“ არსებებისთვისაც კი, რომლებიც თავის ადგილას თავის ფუნქციას ასრულებენ. სურიას სინათლე ყველას თავის ადგილს განუსაზღვრავს - არც ძალადობით და არც დაშინებით. იგი უბრალოდ ასხივებს სტაბილურ სინათლეს, არსებები კი თავად ირჩევენ ადგილს მის გარშემო, რომელიც კომფორტული იქნება მათთვის განათების, გაცნობიერებულობის და პასუხისმგებლობის დონის შესაბამისად. 

ღვთისმსახურებმა სინათლე უნდა ატარონ, „ღვთის სიტყვა“, ღმერთის სინათლე. მათ უნდა ილაპარაკონ სინათლის წყაროზე. უნდა შეითვისონ და გამოასხივონ სინათლე. შედეგად სიბნელე თავად წავა იმ ადგილიდან, რომელიც არ უნდა ეკავოს.

ამჟამად სიბნელეს არ უკავია თავისი კანონიერი ადგილი. მას სურს შეიპყროს ნათელი, ყველაფრის არსი, და ხელმძღვანელობს ცხოვრებას დედამიწაზე. მატერიალიზმმა შეიპყრო ადამიანების ცნობიერება და აიძულებს მატერიის სურვილს და მისით, როგორც სასიცოცხლო ძალით, არსებობის ძალით კვებას. ადამიანები მატერიით კვებავენ არა მხოლოდ სხეულს, არამედ ჭკუას, ინტელექტს, ემოციებს. ბევრი ცდილობს მატერიით თავისი სულიც კი გამოკვებოს, ამბობს რა, რომ სულიერი ცხოვრება - ესაა კინოში და თეატრში სიარული, ლექსების და სიმღერების წერა ან მოსმენა.

თავისი დანიშნულების მიხედვით მატერიას არ შეუძლია ცხოვრების მართვა, ამიტომ არ ძალუძს მასში არსებული ყველა პროცესის კოორდინირება, ამიტომ იყოფა მრავალ სეგმენტ-ნაწილაკად, რომელთაგან თვითოეული ცდილობს დამოუკიდებლად იარსებოს, სხვებთან კოორდინაციის გარეშე, სხვებისადმი ოპოზიციაში. მატერია, რომელიც მოწყვეტილია თავის წყაროს, თავის არსს, ოპოზიციაში უდგება თავის არსსაც კი - თავის სულს - სურიას.

სულს, სურიას არ შეუძლია ოპოზიციაში ჩაუდგეს თავის ბავშვს - იმ სამყაროს, რომელიც თვითონ შექმნა. მას შეუძია მხოლოდ უყვარდეს თავისი პირმშო. მაგრამ ბავშვი თავისი გაუცნობიერებლობის და ეგოიზმის გამო წინააღმდეგობაში მოდის მამასთან. სწორედ ისევე, როგორც სხეულს შეუძლია წინააღმდეგობაში ყოფნა თავის გულთან. მას შეუძლია სურდეს ის, რაც მავნებელია გულისთვის. გულს კი არასოდეს სურს ის, რაც სხეულისთვისაა მავნებელი.

როცა ვამბობთ: „უნდა ვაკეთოთ ის, რასაც სული ითხოვს“, უმეტესწილად სულთან ვაიგივებთ იმ „ბნელ“ არსებებს ჩვენში, რომლებიც ჩვენს სხეულში შევიფარეთ. იმისთვის, რომ ვიგრძნოთ, თუ სინამდვილეში რა უნდა სულს, მზერა უნდა მივმართოთ „მე ვარ“-ის ყველაზე ღრმა შუაგულისკენ. სწორედ ეს იქნება ის, რაც სულისგან, „სულიერი გულისგან“ მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიკვებება სხეულის სტრუქტურები, მისთვის არადამახასიათებელი და არასუფთა არსებებით ფორმირებული. ასეთი სხეული ვერ აიღებს საკუთარ თავზე ყველა პროცესის კოორდინაციის ფუნქციას. ეს „უწმინდური არსებები, ანუ ის არსებები, რომლებიც თავის ადგილზე არ არიან სხეულში, წარმოშობენ სურვილებს, რომლებიც შესაძლოა დამანგრეველი იყოს სულისთვის. 

სხეული თავის გულთან ან თავის სულთან მიმართებაში - ეს უბრალოდ ის გარემოა, რომელშიც გული (სული) ცხოვრობს. მაგალითად თუ გულს ამოვიღებთ სხეულიდან, იგი რაღაც პერიოდი იცოცხლებს სხეულის გარეშე. სხეული კი გულის ამოღების შედეგად მაშინვე მოკვდება. სულს შეუძლია იარსებოს სხეულის გარეშე, სხეულს კი სულის გარეშე არანაირად არ შეუძლია. მამას შეუძლია ბავშის გარეშე, ბავში კი ვერ იარსებებს, მოკვდება მამის გარეშე. ამიტომ არ უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში საკუთარ მამასთან - სულთან, სურიასთან. ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ არა ბავშთან, არა სხეულთან, არა დედასთან, არამედ მამასთან, სულთან, სურიასთან.

თავად სურია უჩინარია, მაგრამ სიცოცხლით აღავსებს ყველაზე მცირე მოვლენასაც კი, და არსებობის ცენტრად - რომელიღაც არსების მანათობელ არსად აქცევს მას. ამგვარად თუ ყურადღება „მე ვარ“-ის შეგრძნებაშია, არ ტოვებს მას და მონიშნავს, აღვიძებს ცნობიერების ველში, საკუთარი ცხოვრების ველში სხვადასხვა არსება-შეგრძნებებს, შესაძლებელია დავემსგავსოთ შემოქმედს და მონაწილეობა მივიღოთ მასთან ერთად შემოქმედებით თამაშში.

пятница, 29 ноября 2013 г.

ვისაც სურს ეზიაროს და პროფესიონალურ დონეზე ისწავლოს ასტროლოგია , იხსნება პირველი ამიერკავკასიაში, ევროპული ასტროლოგიურ - ეზოთერული უმაღლესი სასწავლებელი. სწავლა ხორციელდება, ტელეხიდის მეთოდით. სწავლა განხორციელდება რუსულ და ინგლისური ენაზე. სწავლის ხანგძლივობა 3 წელი. სემესტრი 7 თვე.დამატებითი ინფორმაციისათვის მოვგწერეთ.
ლექციები ჩატარადება კვირაში 2 -ჯერ .ჩაგიტარდებათ ასევე ინსტრუქტაჟი ახსნილი მასალის, ქართულ ენაზე. თქვენ შეგეძლებათ დაუსვათ შეკითხვები ლექტორებს ლექციის დროს.
სწავლის შემდეგ(3 კურსი) მიიღებთ დიპლომს და სერთიფიკატს ასტროლოგის, ასტრო-ფსიქოლოგის. ამით თქვენ გექნებათ უფლება იმუშაოთ ევროპის, ამერიკის ქვეყნებში და ასევე რუსეთში. შეგეძლებათ შემდგომ მიიღოთ სხვადასხვა სემინარებზე და ტრენინგებზე მონაწილეობა. 
სწავლის ღირებულებაა 50ევრო თვეში
info@geoastro.ge